Thumbnail

ნახეთ: Migos-მა და DJ Mustard-მა BET Awards-ზე კომპოზიცია Pure Water შეასრულეს

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ატლანტურმა ჰიპ ჰოპ გაერთიანებამ Migos და კალიფორნიელმა პროდიუსერმა DJ Mustard ლოს ანჯელესში, ყოველწლიურ დაჯილდოებაზე BET Awards კომპოზიცია Pure Water შეასრულეს. აღსანიშნავია, რომ "მიგოსმა" ღონისძიებაზე წლის საუკეთესო ჯგუფის კატეგორიაში გაიმარჯვა.

► ნახეთ: 2019 წლის BET Awards-ის გამარჯვებულები

"მიგოსმა" შემოქმედებითი მოღვაწეობა 2008 წელს დაიწყო. 2015 წლის სადებიუტო ალბომს Yung Rich Nation კომერციული წარმატება არ მოჰყოლია, თუმცა, ორი წლის შემდეგ გამოცემულმა ნამუშევარმა CULTURE პლატინის სტატუსი მოიპოვა და მუსიკალურ ჩარტებში პირველი ადგილიც დაიკავა. ნამუშევრის წამყვანი კომპოზიცია Bad And Boujee კი ბილბორდის სათავეში მოექცა და 2017 წლის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ჰიპ ჰოპ სიმღერად იქცა. 2018 წლის დასაწყისში, CULTURE-ის ერთი წლის თავზე, კოლექტივმა გაყიდვაში ბოლო სტუდიური ნამუშევარი CULTURE II ჩაუშვა.

დიჯეი მუსთარდი კი მუსიკალურ ინდუსტრიაში 2009 წელს გამოჩნდა. მისი შემოქმედება 2 სტუდიურ ალბომსა და ამდენივე ოფიციალურ მიქსტეიპს აერთიანებს. არტისტი არაერთი ჰიტის ინსტრუმენტალის ავტორია. მის სახელს Rack City, I`m Different, My Nigga, Who Do You Love? I Don't Fuck With You და სხვა წარმატებული კომპოზიციები უკავშირდება.

კომენტარები

ბოლოს დამატებული