Thumbnail

ნახეთ: მიკ ჯაგერმა გულის ოპერაციის შემდეგ პირველი კონცერტი გამართა

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ლეგენდარული ბრიტანული კოლექტივის, The Rolling Stones-ის ფრონტმენი, 75 წლის მიკ ჯაგერი გულის ოპერაციიდან სამი თვის შემდეგ, სცენას ენერგიული ლაივით დაუბრუნდა. ჯგუფმა კონცერტი ჩიკაგოში, Soldier Field-ის სტადიონზე 60,000-იანი აუდიტორიის წინაშე გამართა. 

► ნახეთ: მიკ ჯაგერი გულის ოპერაციის შემდეგ სარეპეტიციო დარბაზში ცეკვავს

► ნახეთ: მიკ ჯაგერის პირველი ფოტო გულის ოპერაციის შემდეგ

შეგახსენებთ, რომ მიკ ჯაგერმა მიმდინარე წლის 5 აპრილს ნიუ იორკში გულის სარქველის ჩანაცვლების ოპერაცია გაიკეთა.

საკულტო ჯგუფი "როლინგ სთოუნზი" ლონდონში 1962 წელს შეიქმნა და დღემდე 25 სტუდიური ალბომი გამოუშვა. მათ შორის ბოლო ჩანაწერი Blue & Lonesome 2016 წელს გამოიცა. კოლექტივი 1989 წელს როკ-ენ-როლის დიდების დარბაზშიც შეიყვანეს. სხვადასხვა გამოცემამ მუსიკოსები არაერთხელ დაასახელა ყველა დროის საუკეთესო არტისტებისა თუ ჯგუფების ათეულში. აღსანიშნავია ისიც, რომ ბენდის მიერ 2005-07 წლებში გამართული ტურნე, შემოსავლების ჯამური რაოდენობით, ისტორიაში მეორე ადგილს იკავებს. Bigger Bang Tour-მა კოლექტივს 523 მილიონზე მეტი დოლარი მოუტანა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული