Thumbnail

R.O x Konoba: ესტუმრეთ ლამაზ საქართველოს, ქართველებს თქვენი დახმარება სჭირდებათ

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ბელგიელი მუსიკოსები R.O და Konoba ინსტაგრამის სთორის საშუალებით საქართველოში შექმნილ ვითარებას გამოეხმაურნენ და თაყვანისმცემლებს ჩვენს ქვეყანაში ჩამოსვლისკენ მოუწოდეს.

► The Subways საპროტესტო აქციებზე: ბრძოლა განაგრძეთ, დასავლეთი თქვენთანაა, გვიყვარხართ

► Tbilisi Open Air-ზე ჯგუფმა UNKLE საპროტესტო აქციებს მხარდაჭერა გამოუცხადა

 ნახეთ: R.O x Konoba-მ საქართველოში მოგზაურობის კადრები გაავრცელა

რამდენიმე დღის წინ საქართველოს მოქალაქეებმა რუსული ოკუპაციის, ასევე, შიდა პოლიტიკასა და ეკონომიკაზე რუსეთის გავლენის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები დაიწყეს.

საქართველო NATO-სა და ევროკავშირისკენ ისწრაფვის, რაც პუტინს არ ახარებს. ამიტომაც, გადაწყვიტა, პროტესტს "ანტირუსული პროვოკაცია" დაარქვას და რუსებს ამ ქვეყანაში ფრენები აუკრძალოს.

ძალიან სირული მიდგომაა - "რასაც მე გეტყვით, ის გააკეთეთ, თორემ დაგაზარალებთ".

რუსეთის ბოიკოტი საქართველოს ეკონომიკას ძალიან დაარტყამს, ამიტომ ქართველებს თქვენი დახმარება სჭირდებათ. წადით, ესტუმრეთ ამ ლამაზ ქვეყანას და დაეხმარეთ ზარალის არიდებაში.

საქართველო ულამაზესი ქვეყანაა, გასაოცარი ლანდშაფტებითა და ქალაქებით.

გემრიელი საჭმლითა და ღვინით.

ქართველები მეგობრული და სტუმართმოყვარე ხალხია. ისინი თავიანთი ქვეყნის სტუმრებს გასაოცრად მასპინძლობენ, მათ შორის რუსებსაც კი.

"კონობა" მუსიკოს რაფაელ ესთერჰეიზის პროექტია, რომლის შემოქმედებაც ძირითადად არტისტ ოლივიე რუჯისთან, სასცენო სახელით R.O, ჩაწერილ კომპოზიციებს მოიცავს. დუეტს სამი EP და ოთხი სტუდიური ალბომი აქვს გამოშვებული. განსაკუთრებული წარმატება მუსიკოსებს სიმღერამ On Our Knees მოუტანა. R.O x Konoba-მ საქართველოში უკვე ხუთჯერ გამართა კონცერტი.

კომენტარები

ბოლოს დამატებული