ბრიტანული ჯგუფი The Subways მუსიკალურ ფესტივალზე Tbilisi Open Air 2019 თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციებს გამოეხმაურა და საქართველოს მხარდაჭერა გამოუცხადა.
► R.O x Konoba: ესტუმრეთ ლამაზ საქართველოს, ქართველებს თქვენი დახმარება სჭირდებათ
► Tbilisi Open Air-ზე ჯგუფმა UNKLE საპროტესტო აქციებს მხარდაჭერა გამოუცხადა
► ნახეთ: Franz Ferdinand-მა Tbilisi Open Air-ზე სიმღერა Ulysses შეასრულა
"ძალიან ლამაზად გამოიყურებით. ახალგაზრდები, თავისუფლები და პროგრესულები ხართ. მშვენიერო ადამიანებო, მყარად იდექით, ბრძოლა განაგრძეთ", - მიმართა ბენდის ფრონტმენმა, ბილი ლანმა სცენასთან შეკრებილებს.
"ჩვენ ყოველთვის თქვენს გვერდში ვიქნებით, დასავლეთი ყოველთვის დაგიჭერთ მხარს, გპირდებით. ძალიან გვიყვარხართ. ეს სიმღერა თქვენ გეძღვნებათ", - განაცხადა მუსიკოსმა და ჯგუფთან ერთად ჰიტი Rock & Roll Queen შეასრულა.
The Subways ქალაქ უელინ გარდენ სითიში 2000 წელს შეიქმნა. 2005 წელს ჯგუფმა სადებიუტო ალბომი Young for Eternity გაავრცელა. კოლექტივს ამ დრომდე 4 სტუდიური ჩანაწერი აქვს გამოცემული. მუსიკოსებს განსაკუთრებული პოპულარობა სინგლმა Rock & Roll Queen მოუტანა, რომელიც გაი რიჩის ცნობილი ფილმის RocknRolla ერთ-ერთი საუნდტრეკია.
კომენტარები