Thumbnail

ნახეთ: YG კლიპს Hard Bottoms & White Socks ავრცელებს

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

კალიფორნიელმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, კინონ რეი ჯექსონმა, სასცენო სახელით YG, ბოლო ალბომის 4REAL 4REAL ერთ-ერთ გამორჩეულ კომპოზიციაზე Hard Bottoms & White Socks გადაღებული ვიდეორგოლი გამოაქვეყნა. ვიზუალურ ნამუშევარში კლივლენდელი რეპერი Machine Gun Kelly და ცნობილი რადიოწამყვანი და ჟურნალისტი, Big Boy მონაწილეობენ. 

► ნახეთ: YG - Stop Snitchin (Remix) Ft. DaBaby 

► მოუსმინეთ: YG ახალ ალბომს 4REAL 4REAL ავრცელებს 

► ნახეთ: YG ტრეკს Hard Bottoms & White Socks ასრულებს

ვაიჯიმ, რომელიც კრიმინალური დაჯგუფება "ბლადსის" წევრია, შემოქმედებითი მოღვაწეობა 2010-იან წლებში დაიწყო. რეპერის შემოქმედება 4 სტუდიურ ალბომს: My Krazy Life, Still Brazy, Stay Dangerous და 4REAL 4REAL აერთიანებს. მსმენელთა განსაკუთრებული მოწონება პირველმა მათგანმა დაიმსახურა, რომელმაც ბილბორდის მუსიკალურ ჩარტში მეორე ადგილი დაიკავა და პლატინის სტატუსიც მოიპოვა.   

კომენტარები

ბოლოს დამატებული