მუსიკალური ფესტივალის Tbilisi Open Air 2019 მეორე დღის ჰედლაინერი ბრიტანული ჯგუფი UNKLE გახლდათ. კონცერტის დასრულების შემდეგ, კოლექტივის ფრონტმენი, ჯეიმს ლაველი ქვეყანაში შექმნილ ვითარებას გამოეხმაურა და სცენასთან შეკრებილებს მიმართა.
► ნახეთ: Franz Ferdinand-მა Tbilisi Open Air-ზე სიმღერა Ulysses შეასრულა
► ნახეთ: Tbilisi Open Air-ის სრული ლაინაფი
"ყველას მოგმართავთ, ბიჭებს, გოგოებს, განურჩევლად სქესისა და იდენტობისა, თქვენ, ჩვენ, ადამიანებს მხოლოდ ერთად დგომით შეგვიძლია, შევცვალოთ ნებისმიერი რამ, რაც არ მოგვეწონება. ახალგაზრდულ ხმას შეუძლია ცვლილების გამოწვევა. მსოფლიოში ათასგვარი სიგიჟე ხდება. ჩვენ კი სიყვარული გვაერთიანებს. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ აქ ვარ. დიდი მადლობა", - განაცხადა ჯეიმს ლაველმა და მსმენელებს დაემშვიდობა.
კომენტარები