Thumbnail

ნახეთ: Franz Ferdinand-მა Tbilisi Open Air-ზე სიმღერა Ulysses შეასრულა

ყოველწლიური მუსიკალური ფესტივალი Tbilisi Open Air 2019 გაიხსნა. თბილისში, Lisi Wonderland-ში შეკრებილი მსმენელების წინაშე შოტლანდიურმა როკ ჯგუფმა Franz Ferdinand დაუკრა. ბენდი საქართველოს პირველად, რიგით მეხუთე ალბომის Always Ascending მხარდასაჭერი ტურნეს ფარგლებში ეწვია. კოლექტივმა კონცერტზე, ახალ სიმღერებთან ერთად, ჰიტები შეასრულა, მათ შორის კომპოზიცია Ulysses.

► ნახეთ: Tbilisi Open Air-ის სრული ლაინაფი

🎶 ჯგუფმა Franz Ferdinand Tbilisi Open Air 2019-ზე სიმღერა Ulysses შეასრულა

Posted by popmusic on Saturday, June 22, 2019

 

Franz Ferdinand-ის გარდა, ღონისძიებაში მონაწილეობა არაერთმა არტისტმა მიიღო, მათ შორის, ქართულმა ბენდებმა MokuMoku და LOUDspeakers. ელექტრონული მუსიკისა და ვიზუალური ხელოვნების სცენა გერმანელმა პროდიუსერმა Tobias. და ბრიტანელმა Edit Select დაიკავეს. ფსაიტრანს სცენის ჰედლაინერი კი ესპანური ჯგუფი 1200 Micrograms გახლდათ.

კომენტარები

ბოლოს დამატებული