Thumbnail

Yasiin Bey, Talib Kweli და Madlib ერთობლივ ალბომზე მუშაობენ

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ჰიპ ჰოპ დუეტის Black Star წევრებმა, ვეტერანმა ჰიპ ჰოპ არტისტებმა, თალიბ ქვალიმ და წარსულში Mos Def-ის ფსევდონიმით მოღვაწე იასინ ბეიმ 8 ახალ ერთობლივ კომპოზიციაზე დაასრულეს მუშაობა. თითოეული მათგანის პროდიუსერი ლეგენდარული კალიფორნიელი მუსიკოსი Madlib გახლავთ. ამის შესახებ თავად შემსრულებლებმა მედლიბისა და ფრედი გიბსის პროექტის, MadGibbs-ის მიერ მოწყობილ წვეულებაზე ისაუბრეს, რომელიც "მედგიბსის" მომავალ ალბომთან Bandana დაკავშირებით გაიმართა.

► ნახეთ: რეპერი Talib Kweli ქანიე ვესთთან ერთად ჩაწერილი ტრეკის ნაწყვეტს ავრცელებს 

ჰიპ ჰოპ დუეტი Black Star 1997 წელს ნიუ იორკში ჩამოყალიბდა. მოს დეფისა და თალიბ ქვალის გაერთიანებამ 1998 წელს, მხოლოდ ერთი ალბომი Mos Def & Talib Kweli Are Black Star გაავრცელა. იასინ ბეისა და თალიბის გარდა, სტუდიური ჩანაწერის შექმნაში ისეთმა არტისტებმა მიიღეს მონაწილეობა, როგორებიც არიან: Common, Hi-Tek, 88-Keys და სხვა. ნამუშევარმა, რომლის ერთადერთი სინგლი Respiration გახლავთ, კრიტიკოსთა უმაღლესი შეფასებები და მსმენელის დიდი მოწონება დაიმსახურა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული