Thumbnail

მოუსმინეთ: Gucci Mane ახალ ალბომს Delusions Of Grandeur ავრცელებს

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

პოპულარულმა თრეფ შემსრულებელმა, რადრიკ დევისმა, ფსევდონიმით Gucci Mane, გაყიდვაში ახალი ალბომი Delusions Of Grandeur ჩაუშვა, რომელიც 18 კომპოზიციას აერთიანებს. ვეტერანმა ატლანტელმა ჰიპ ჰოპ არტისტმა რიგით მე-14 სტუდიურ ჩანაწერზე მუშაობისას ისეთ კოლეგებთან ითანამშრომლა, როგორებიც არიან: Anuel AA, DJ Drama, Gunna, Jeremih, Justin Bieber, Lil Baby, Lil Uzi Vert, Meek Mill, Peewee Longway, Rick Ross, Wiz Khalifa, Young Dolph და სხვები.

► ნახეთ: Gucci Mane - Proud Of You 

► ნახეთ: Gucci Mane-მა და Meek Mill-მა კლიპი Backwards გაავრცელეს 

► მოუსმინეთ: Gucci Mane - Love Thru The Computer Ft. Justin Bieber 

რადრიკმა, რომელიც ჰიპ ჰოპის ქვეჟანრის, თრეფის ერთ-ერთი პიონერია, მუსიკალური კარიერა ადრეულ 2000-იანებში დაიწყო. არტისტის საუკეთესო ნამუშევრად 2016 წელს გამოშვებული ალბომი Everybody Looking ითვლება. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული