Thumbnail

დევიდ გილმორის გიტარა აუქციონზე რეკორდულ ფასად გაიყიდა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ლეგენდარული ბრიტანული ჯგუფის, Pink Floyd-ის წევრის, დევიდ გილმორის ავტოგრაფიანი გიტარა, Fender Stratocaster "The Black Strat" აუქციონზე რეკორდულ ფასად გაიყიდა.

► ნახეთ: დევიდ გილმორის კონცერტის Live at Pompeii ჩანაწერი იუთუბზე აიტვირთა

► ქვიზი: რამდენად კარგად იცნობ Pink Floyd-ს?

► 15 ყველაზე ძვირადღირებული გიტარა

"გილმორის ცნობილი გიტარა The Black Strat აუქციონზე 3,975,000 აშშ დოლარად გაიყიდა. ეს თანხა ყველა დროის რეკორდია", - წერია "ქრისთის" აუქციონის ტვიტერის გვერდზე.

ამ ინსტრუმენტის საშუალებით გილმორმა კოლექტივის ჰიტები Comfortably Numb, Money და Shine On You Crazy Diamond ჩაწერა. არტისტმა გიტარა სოლო ნამუშევრებშიც გამოიყენა. 

აღსანიშნავია, რომ არტისტმა ქველმოქმედების მიზნით აუქციონზე სულ 120 გიტარა გაყიდა, რომელთა საერთო ღირებულებამ ჯამში $21,5 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.

დევიდ გილმორმა მუსიკალური მოღვაწეობა 1963 წელს დაიწყო. ის ლეგენდარულ ჯგუფ Pink Floyd-ს 1968 წელს შეუერთდა. კარიერის განმავლობაში მუსიკოსმა ბენდთან ერთად 250 მილიონზე მეტი ჩანაწერის გაყიდვა მოახერხა. 1996 წელს ის კოლექტივთან ერთად როკ-ენ-როლის დიდების დარბაზშიც შეიყვანეს. გილმორს 4 სოლო სტუდიური ალბომიც აქვს გამოცემული.

კომენტარები

ბოლოს დამატებული