Thumbnail

ნახეთ: ბიონსესა და დონალდ გლოვერის სიმღერა "მეფე ლომის" თრეილერში

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ამერიკელმა პოპვარსკვლავმა, ბიონსემ მუსიკოს დონალდ გლოვერთან ერთად, "მეფე ლომის" რიმეიქისთვის, ელტონ ჯონის სიმღერა Can You Feel The Love Tonight დააქავერა. განახლებული ანიმაციის პრემიერა მიმდინარე წლის 19 ივლისს შედგება. ნამუშევარში დონალდ გლოვერი სიმბას, ბიონსე კი მის შეყვარებულს, ნალას ახმოვანებს.

► ნახეთ: ბიონსე "მეფე ლომის" თრეილერში

► ბიონსეს მამა: ჩემს შვილს უფრო მუქი კანი რომ ჰქონოდა, ასეთ წარმატებას ვერ მიაღწევდა

ბიონსე ნოულს-კარტერი თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მუსიკოსია. 23 გრემის მფლობელ არტისტს 100 მილიონი ჩანაწერი აქვს გაყიდული. არაერთი ჰიტის ავტორს განსაკუთრებული პოპულარობა კომპოზიციებმა Single Ladies, Crazy In Love, Irreplaceable და Formation მოუტანა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული