Thumbnail

ქართული პროექტი Salio 13 ივლისს მადრიდში, Mad Cool Festival-ზე დაუკრავს

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ქართველი მუსიკოსის, სალომე კორკოტაშვილის პროექტი Salio მადრიდში, ფესტივალ Mad Cool-ზე დაუკრავს. ამის შესახებ არტისტებმა ინფორმაცია სოციალურ ქსელში გაავრცელეს.

► ნახეთ: ქართულმა პროექტმა Salio ახალი კლიპი Yeah გაავრცელა

"ძალიან გვიხარია, რომ Mad Cool Festival-ზე დავუკრავთ. დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის, გვიყვარხართ", - წერია პროექტის ფეისბუქის გვერდზე.

Mad Cool მადრიდში 11-13 ივლისს გაიმართება. ფესტივალის ჰედლაინერები ბრიტანული ჯგუფი The Cure, ასევე, ამერიკული ბენდები: Prophets of Rage, The National, The Smashing Pumpkins, Vampire Weekend და Bon Iver იქნებიან. მათ გარდა, ღონისძიებაზე ისეთი ცნობილი არტისტები დაუკრავენ, როგორებიც არიან: The Chemical Brothers, Iggy Pop, The 1975, Noel Gallagher's High Flying Birds და სხვები.

Aaaaa!!!! We are sooo excited about performing at Mad Cool Festival 🎉🎉🎉🎉 Thanks for your support 🔥🔥🔥 LOVE YOU XXXX გავიმარჯვეთ!!!! მადლობა თქვენ 🎉🎉💗🎉 მიყვარხართ!!!! 💗💗💗💗💗💗

Posted by SALIO on Wednesday, June 19, 2019

 

შეგახსენებთ, რომ შარშან ფესტივალში კიდევ ერთმა ქართულმა ჯგუფმა, MokuMoku-მ მიიღო მონაწილეობა.

"სალიო" 2013 წელს დაარსდა. მის შემადგენლობაში სალომე კორკოტაშვილი, ბექა ჯაფარიძე, პაპუნა ჟამიერაშვილი, ზიკო ნაზღაიძე და სანდრო სულაქველიძე შედიან. პროექტმა არაერთ ქართულ თუ უცხოურ ფესტივალში მიიღო მონაწილეობა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული