Thumbnail

ედ შირანის კომპოზიციაში Eminem და 50 Cent მონაწილეობენ

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ლეგენდარულმა ჰიპ ჰოპ არტისტებმა, დეტროიტელმა მარშალ მეზერსმა, ფსევდონიმით Eminem და ნიუ იორკელმა კურტის ჯექსონმა, სასცენო სახელით 50 Cent, ერთობლივი კომპოზიცია Remember The Name ჩაწერეს, რომელიც პოპულარული ინგლისელი მომღერლის, ედ შირანის მომავალ ალბომში No.6 Collaborations Project იქნება წარმოდგენილი. ბრიტანელი მუსიკოსის სტუდიური ნამუშევარი გაყიდვაში 12 ივლისს ჩაეშვება.

► 50 Cent: შესაძლოა, მე და ემინემმა ახალ ჩანაწერზე კვლავ ვითანამშრომლოთ

► შესაძლოა, Eminem-მა, Dr. Dre-მ და 50 Cent-მა ახალი კომპოზიცია გამოუშვან

► ნახეთ: Eminem და 50 Cent მაყურებლის წინაშე კვლავ ერთად წარდგნენ

50 Cent-ისა და ემინემის გარდა, ედ შირანის მომავალ ალბომში მონაწილეობას ისეთი პოპულარული არტისტები მიიღებენ, როგორებიც არიან: Cardi B, Bruno Mars, Travis Scott, Khalid, Meek Mill, Ella Mai, Young Thug, Skrillex, Stormzy, Justin Bieber, H.E.R. და სხვები.

50 Cent-სა და ემინემს წარსულში არაერთხელ უთანამშრომლიათ. კურტისის წარმატებულ კარიერაში დიდი წვლილი სწორედ დეტროიტელს და კიდევ ერთ ლეგენდარულ არტისტს, დოქტორ დრეს მიუძღვით. მან მარშალის ყურადღება 2002 წელს გავრცელებული კომპილაციური ნამუშევრით Guess Who's Back? მიიქცია. შემდეგ კი საქმეში "ექიმიც" ჩაერთო, რომელიც ბრილიანტის სტატუსის მფლობელი სადებიუტო ალბომის Get Rich Or Die Tryin' პროდიუსერად მოგვევლინა. 50 Cent-ისა და ემინემის ერთობლივი პოპულარული კომპოზიციებია You Don`t Know და My Life.

კომენტარები

ბოლოს დამატებული