Thumbnail

ნახეთ: BTS-ისა და Uniqlo-ს თანამშრომლობით შექმნილი მაისურების კოლექცია

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

21 ივნისს სამხრეთკორეული ბოიბენდის, BTS-ისა და იაპონური ტანსაცმლის ბრენდის, Uniqlo-ს თანამშრომლობით შექმნილი მაისურების კოლექცია ჩაეშვება გაყიდვაში. სამოსზე ბიჭების ავატარები იქნება გამოსახული, რომლებიც პროექტ BT21-ის ფარგლებში 2017 წელს დამზადდა. თითოეული მაისური 14,9 აშშ დოლარი ეღირება.

► BTS-ის Map of the Soul: Persona აშშ-ში 2019 წლის ყველაზე გაყიდვადი ალბომია

► მოუსმინეთ: BTS-მა ახალი სიმღერა A Brand New Day გაავრცელა

BTS სეულში 2013 წელს ჩამოყალიბდა. მუსიკოსებს განსაკუთრებული პოპულარობა სიმღერებმა Dope, Fire, DNA და I Need U მოუტანა. "ბითიესი" კეიპოპის ისტორიაში პირველი კოლექტივი გახდა, რომელმაც Billboard 200 და Billboard Artist 100 ჩარტებში პირველი პოზიციის დაკავება შეძლო. წელს ბოიბენდი ბილბორდის დაჯილდოებაზე საუკეთესო ჯგუფად აღიარეს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული