Thumbnail

ნახეთ: ბილი აილიში ავსტრალიური Vogue-ის ფოტოსესიაში

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

17 წლის ამერიკელი პოპვარსკვლავი, ბილი აილიში ავსტრალიური Vogue-ის ივლისის ნომრის სტუმარია. მისი ფოტო გამოცემის გარეკანზეც დაიბეჭდა. 

► ბილი აილიში: ცხოველებს თქვენი სიამოვნების გამო აწამებენ, უარი თქვით ხორცზე

► ნახეთ: ბილი აილიშს ახალ ზელანდიაში ჰაკა შეუსრულეს

მომღერალმა გამოცემის მიერ მოწყობილ ფოტოსესიაში მიიღო მონაწილეობა. ის ავსტრალიელი ხელოვანის, ჯესი ლიზოტის ობიექტივში მოხვდა. გავრცელებულ სურათებში ბილის Balenciaga-სა და იოჯი იამამოტოს სამოსი აცვია.

ბილი აილიშ ო'კონელმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2015 წელს დაიწყო. არტისტს განსაკუთრებული პოპულარობა სინგლმა Ocean Eyes მოუტანა. 2019 წელს მუსიკოსმა თაყვანისმცემლებს სადებიუტო ალბომი When We All Fall Asleep, Where Do We Go? შესთავაზა, რომელმაც ბილბორდის ჩარტში ლიდერობა არავის დაუთმო. 

 

კომენტარები

ბოლოს დამატებული