Thumbnail

პოპულარული ქართველი ჰიპ ჰოპ არტისტი, გიორგი შენგელია, ფსევდონიმით FuLA, ახალ კომპოზიციას "დამენანა" და მასზე გადაღებულ ვიდეორგოლს ავრცელებს. ინსტრუმენტალის პროდიუსერი საბა ოღრაპიშვილი, იგივე Saba გახლავთ. ვიზუალური ნამუშევრის რეჟისორი კი თავად გიორგია. 

► ნახეთ: FuLA - Gunზომილება 

► მოუსმინეთ: FuLA - ვისაც რა უნდა, ის თქვას 

► ნახეთ: FuLA - წამები - დროს

მსმენელების ვარაუდით, რეპერმა კომპოზიციაში ესპანეთში მოღვაწე ახალგაზრდა ქართველი არტისტი MamaFlex გადისა.

"რა შუაშია Dolce & Gabbana, 
როცა კომაშია ჩემი და მთელი შენი ქვეყანა", - ამბობს ფულა ტრეკში.

ფულამ შემოქმედებითი მოღვაწეობა 2010-იან წლებში დაიწყო. ის ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი ჰიპ ჰოპ გაერთიანებიდან "ქსელი 56" გახდა. ბოლო დროს არტისტი მსმენელს ახალ ნამუშევრებს საკმაოდ ინტენსიურად სთავაზობს. მისი პოპულარული ტრეკებია "გეტოს შვილი", "ნუ ეფარები მზეს", "წავედი მე" და სხვა.   

კომენტარები

ბოლოს დამატებული