Thumbnail
ფოტო: popmusic

ნახეთ: ჯგუფმა Black Eyed Peas ბლექ სი არენაზე კონცერტი გამართა

შეკვეთილში პოპულარული ამერიკული ჯგუფის, Black Eyed Peas-ის კონცერტი გაიმართა. კოლექტივი საქართველოს ბოლო ალბომის Masters of the Sun Vol. 1 მხარდასაჭერი ტურნეს ფარგლებში ეწვია. ღონისძიება პროექტ Check In Georgia-ს ფარგლებში ჩატარდა. 

► 15 საინტერესო ფაქტი Black Eyed Peas-ის შესახებ

Black Sea Arena-ზე შეკრებილი მრავალრიცხოვანი აუდიტორიის წინაშე მუსიკოსებმა ისეთი ცნობილი ტრეკები შეასრულეს, როგორებიცაა Pump It, Let's Get It Started, I've Gotta Feeling და სხვა. კონცერტის დასასრულს კი არტისტებმა დარბაზში მყოფ მსმენელებთან ერთად კომპოზიცია Where Is the Love? იმღერეს. 

Black Eyed Peas ლოს ანჯელესში 1995 წელს დაარსდა. 6 გრემის მფლობელი კოლექტივი 76 მილიონი გაყიდული ჩანაწერით მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ჯგუფად ითვლება. მათი შემოქმედება ჰიპ ჰოპსა და EDM-ს აერთიანებს. მუსიკოსებს განსაკუთრებული წარმატება კომპოზიციებმა Where Is The Love?, Pump It, Shut Up, Don't Phunk With My Heart და Don't Lie მოუტანა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული