Thumbnail

რეპერმა Meek Mill-მა ტოტალიზატორში $200,000 დოლარი წააგო

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

პოპულარულმა ფილადელფიელმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, რობერტ უილიამსმა, ფსევდონიმით Meek Mill, ტოტალიზატორში 200,000 აშშ დოლარი წააგო. ამის შესახებ რეპერის თაყვანისმცემლებს მისმა მეგობარმა ტვიტერზე გავრცელებული ვიდეოს საშუალებით ამცნო. მუსიკოსმა NBA-ის სუპერფინალის მატჩზე, რომელშიც ერთმანეთს საკალათბურთო კლუბები Golden State Warriors და Toronto Raptors დაუპირისპირდნენ, ფსონი "გოლდენ სტეიტის" სასარგებლოდ განათავსა, თუმცა, თამაში ტორონტოელების გამარჯვებით დასრულდა.

 NBA | პირველი ტიტული კანადას - ტორონტო რეპტორსი ისტორიულ ჩემპიონობას ზეიმობს!

 ნახეთ: Metallica-ს წევრებმა NBA-ის სუპერფინალზე აშშ-ის ჰიმნი შეასრულეს

 ნახეთ: Meek Mill კლიპს Oodles O'Noodles Babies ავრცელებს

მიკ მილმა მუსიკალური კარიერა 2000-იან წლებში დაიწყო. მისი სადებიუტო ალბომი Dreams & Nightmares 2012 წელს გავრცელდა. ჩანაწერი კომერციულად საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა და მალევე გახდა ოქროს სტატუსის მფლობელი. 2017 წელს არტისტმა მორიგი ნამუშევარი Wins & Losses გამოუშვა, რომლის ერთ-ერთი გამორჩეული კომპოზიციაც Issues გახლავთ. 2018 წლის მიწურულს კი მილმა დღეისთვის ბოლო სტუდიური ჩანაწერი Championships გამოაქვეყნა, რომელმაც კრიტიკოსების მაღალი შეფასებები დაიმსახურა. სოლო შემოქმედების პარალელურად, რობერტი ჰიპ ჰოპ გაერთიანება Maybach Music Group-ის წევრიცაა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული