Thumbnail

ბრიტანული ინდი როკ ჯგუფი Editors ახალ კომპოზიციას Frankenstein ავრცელებს. ნამუშევრის პროდიუსერი ირლანდიელი Jacknife Lee გახლავთ, რომელმაც ასევე კოლექტივის 2007 წლის ალბომზე An End Has A Start იმუშავა.

აღსანიშნავია, რომ ბენდმა მაისში ჩანაწერი The Blanck Mass Sessions გაავრცელა, რომელშიც შარშან გამოცემულ ალბომში Violence შესული ტრეკების ელექტრონული ვერსიებია წარმოდგენილი.

Editors ქალაქ ბირმინგემში 2002 წელს შეიქმნა. 2005 წელს კოლექტივმა სადებიუტო სტუდიური ნამუშევარი The Back Room გაავრცელა. ჯგუფს ამ დრომდე 6 ალბომი აქვს გამოცემული. მუსიკოსებს განსაკუთრებული პოპულარობა სინგლებმა Munich და Blood მოუტანა. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული