Thumbnail

Cardi B: პლასტიკურ ოპერაციას აღარასდროს გავიკეთებ

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

პოპულარული ამერიკელი ჰიპ ჰოპ არტისტი, ქარდი ბი პლასტიკური ოპერაციის გაკეთებას აღარ აპირებს. ამის შესახებ მუსიკოსი სოციალურ ქსელში საუბრობს.

► Cardi B: დიახ, როგორც ყველა არტისტს, მეც მყავს გოუსთრაითერები

► მოუსმინეთ: Cardi B - Press

► Cardi B: ფულზე ვგიჟდები, მასზე დამოკიდებული ვარ

"ორი კვირაა, გამოჯანმრთელებას ვცდილობ. თავის ტკივილები აღარ მაწუხებს. პლასტიკურ ოპერაციას აღარასდროს გავიკეთებ", - დაწერა რეპერმა ტვიტერზე.

"ყოველი ფრენის შემდეგ ფეხები ასე მაქვს შეშუპებული. სწორედ ამიტომ მირჩიეს ექიმებმა შოუების გამართვისგან თავის შეკავება", - აღნიშნა ქარდიმ ცოტა ხნის წინ ინსტაგრამზე.

ქარდი ბიმ შემოქმედებითი მოღვაწეობა 2015 წელს დაიწყო. თუმცა, ფართო საზოგადოებამ არტისტი 2017 წელს, კომპოზიციის Bodak Yellow გამოსვლის შემდეგ გაიცნო. სიმღერა ბილბორდის მუსიკალურ ჩარტებში პირველობას ერთი თვის განმავლობაში არ თმობდა. 19 წლის განმავლობაში ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ქალი რეპერის სოლო ჩანაწერი ჰიტ აღლუმის სათავეში მოექცა. ქარდი ბიმდე მსგავსი წარმატების მიღწევა ლორინ ჰილმა შეძლო, 1998 წელს გამოსული ტრეკით Doo Wop (That Thing). 2018 წელს მუსიკოსმა სადებიუტო ალბომი Invasion Of Privacy გამოუშვა, რომელიც დღეს ორმაგი პლატინის მფლობელია. სტუდიურმა ნამუშევარმა გრემის 2019 წლის დაჯილდოებაზე "წლის საუკეთესო ჰიპ ჰოპ ალბომის" ნომინაციაში გაიმარჯვა. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული