Thumbnail

მოუსმინეთ: Lykke Li – Sex Money Feelings Die Ft. Lil Baby & Snowsa (Remix)

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

შვედმა მუსიკოსმა ლიუკე ლიმ კომპოზიციის Sex Money Feelings Die რემიქს ვერსია გაავრცელა. ჩანაწერში ატლანტელი რეპერი დომინიკ ჯონსი, ფსევდონიმით Lil Baby და ინდი არტისტი Snowsa მონაწილეობენ.

► ნახეთ: მარკ რონსონმა და ლიუკე ლიმ სიმღერა Late Night Feelings შეასრულეს

Sex Money Feelings Die ლიუკე ლის შარშან გამოცემულ ალბომში So Sad So Sexy შედის. ნამუშევრის რემიქს ვერსია არტისტის სტუდიურ ჩანაწერში Still Sad Still Sexy იქნება წარმოდგენილი, რომელიც გაყიდვაში 18 აგვისტოს ჩაეშვება.

ლიუკე ლი ინდი პოპ არტისტია, რომელმაც კარიერა 2007 წელს დაიწყო. მას განსაკუთრებული პოპულარობა 2011 წელს გამოსულმა ტრეკმა I Follow Rivers მოუტანა. ჩანაწერი 2013 წლის კანის ფესტივალის მთავარი პრიზიორის "ლურჯი ყველაზე თბილი ფერია" საუნდტრეკადაც გამოიყენეს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული