Thumbnail

მოუსმინეთ: ჯიმ ჯარმუშის The Dead Don’t Die-ის საუნდტრეკი სტერჯილ სიმპსონის შესრულებით

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ამერიკელი მუსიკოსი სტერჯილ სიმპსონი ახალ კომპოზიციას The Dead Don’t Die ავრცელებს. სიმღერა ლეგენდარული რეჟისორის, ჯიმ ჯარმუშის ამავე სახელწოდების ფილმის საუნდტრეკია.

კინოსურათში ისეთი ცნობილი არტისტები მონაწილეობენ, როგორებიც არიან: ბილ მიურეი, სტივ ბუშემი, ადამ დრავერი, ტილდა სუინტონი, ასევე, მუსიკოსები: იგი პოპი, ტომ უეითსი, სელენა გომესი და საკულტო ჯგუფის Wu-Tang Clan ერთ-ერთი ლიდერი RZA.

სტერჯილ სიმპსონმა მუსიკალური კარიერა 2004 წელს დაიწყო. რამდენიმე სტუდიური ჩანაწერის გავრცელების შემდეგ, 2013 წელს, არტისტმა სადებიუტო ალბომი High Top Mountain გაავრცელა. 2017 წელს სიმპსონმა საუკეთესო ქანთრი ალბომის კატეგორიაში გრემის ჯილდო მოიპოვა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული