Thumbnail

მოუსმინეთ: Madonna-მ ახალი ალბომი Madame X გამოუშვა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ლეგენდარულმა ამერიკელმა მუსიკოსმა, მადონამ ახალი, რიგით მე-14 სტუდიური ალბომი Madame X გაავრცელა. ჩანაწერის ფარგლებში მომღერალმა ისეთ არტისტებთან ითანამშრომლა, როგორებიც არიან: Maluma, Quavo და Swae Lee. ნამუშევარში სულ 15 კომპოზიციაა წარმოდგენილი.

► ნახეთ: Madonna - Dark Ballet

► 2Pac-ის წერილი, რომელშიც მადონას დაშორების მიზეზს უხსნის, აუქციონზე გაიყიდება

 ნახეთ: მადონას 13 წლის შვილი, დევიდი ელტონ ჯონის ჰიტს Your Song მღერის

მადონა ლუიზა ჩიკონე, 300 მილიონზე მეტი გაყიდული ალბომით, მსოფლიოში ყველაზე წარმატებული ქალი მუსიკოსია. 2004 წელს Rolling Stone-მა ის ყველა დროის 100 საუკეთესო არტისტს შორის 36-ე პოზიციაზე დაასახელა. 7 გრემისა და 2 ოქროს გლობუსის მფლობელი შემსრულებელი თანამედროვე პოპ კულტურის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ფიგურად რჩება.

კომენტარები

ბოლოს დამატებული