Thumbnail

შემოქმედებითმა გაერთიანებამ LTFR პოპულარული ქართული ჰიპ ჰოპ დუეტის, KayaKata-ს ახალი კომპოზიცია გამოაქვეყნა, რომელსაც მუსიკოსებმა ლეგენდარული იტალიელი ფეხბურთელის, ფაბიო კანავაროს სახელი დაარქვეს. ჩანაწერში კოლექტივის კიდევ ერთი წევრი, გიორგი კვეზერელი, ფსევდონიმით TurboHikari და რეპერი ამიკო ნინუა, იგივე MC Cutkill მონაწილეობენ. ტრეკის პროდიუსერი ნიკოლოზ საბანაძე გახლავთ.

► მოუსმინეთ: KayaKata - Hood Tennis Ft. HAWA 

► მოუსმინეთ: KayaKata - Sisona Darchia (TBA Rework) 

► მოუსმინეთ: KayaKata - ციდან მოპარული Ft. TurboHikari 

KayaKata ქართული ელექტროპოპ კოლექტივის, Kung Fu Junkie-ის წევრების, ზურა ჯიშკარიანისა და მაქსიმე მაჩაიძის მიერ შექმნილი პროექტია, რომელსაც 2016 წლამდე "ზურმუხტისფერი ბედის ორდენი" ერქვა. 2017 წლის ზაფხულში მუსიკოსებმა სადებიუტო მუსიკალური ვიდეო Jungle With Fiction გაავრცელეს. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული