Thumbnail

ნახეთ: Metallica-მ კომპოზიცია Seek and Destroy 13 წლის დრამერთან ერთად შეასრულა

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ლეგენდარულმა ამერიკულმა ჯგუფმა Metallica ჰოლანდიის დედაქალაქ ამსტერდამში გამართულ კონცერტზე კომპოზიცია Seek and Destroy 13 წლის თაყვანისმცემელთან, ივან ადამსონთან ერთად შეასრულა. ბიჭუნამ თავის დაბადების დღეზე ბენდის დრამერი, ლარს ულრიხი რამდენიმე წამით შეცვალა.

► ნახეთ: Metallica-ს წევრებმა NBA-ის სუპერფინალზე აშშ-ის ჰიმნი შეასრულეს

ნახეთ: 10 წლის ბიჭუნა "მეტალიკას" სიმღერებს დასარტყამ ინსტრუმენტზე ასრულებს

"მეტალიკა" ლოს ანჯელესში 1981 წელს ჩამოყალიბდა. 9 გრემის მფლობელ კოლექტივს კარიერის განმავლობაში 125 მილიონი ალბომი აქვს გაყიდული. ბენდს განსაკუთრებული წარმატება კომპოზიციებმა Nothing Else Matters, The Unforgiven და Enter Sandman მოუტანა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული