Thumbnail

ბრიტანელი მუსიკოსი ალექსანდრა ლაილა დენტონი, სასცენო სახელით Shura, ახალ კომპოზიციას Religion (U Can Lay Your Hands On Me) და მასზე გადაღებულ ვიდეორგოლს ავრცელებს. სიმღერა არტისტის მომავალ ალბომში Forevher იქნება წარმოდგენილი, რომელიც გაყიდვაში 12 აგვისტოს ჩაეშვება. კლიპის ავტორი ნიუ იორკელი რეჟისორი ქლო უოლასია.

Shura ნიუ იორკში მოღვაწე ბრიტანელი არტისტია, რომელმაც მუსიკალური კარიერა 2011 წელს დაიწყო. 2016 წელს მან სადებიუტო ალბომი Nothing's Real გაავრცელა. შემსრულებლის შემოქმედება ელექტრო პოპსა და სინთ პოპს აერთიანებს.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული