Thumbnail

მოუსმინეთ: Free Nationals-ის ახალ ტრეკში Time მაკ მილერი მონაწილეობს

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

კალიფორნიულმა ბენდმა Free Nationals ახალი კომპოზიცია Time გაავრცელა, რომელშიც 2018 წელს გარდაცვლილი ჰიპ ჰოპ არტისტი, მაკ მილერი და წარმოშობით კოლუმბიელი მუსიკოსი, კალი უჩისი მონაწილეობენ. მსუბუქი, ფანკ ჟღერადობის ნამუშევრის ინსტრუმენტალის ავტორი ხსენებული კოლექტივი გახლავთ. ტრეკი ჯგუფის სადებიუტო ალბომის ერთ-ერთი სინგლია. მაკ მილერისთვის კი ჩანაწერი გარდაცვალების შემდეგ პირველი ოფიციალური რელიზია.

► ნახეთ: Madlib-მა Mac Miller-ისა და Freddie Gibbs-ის უცნობი ტრეკები გააჟღერა

► რეპერ Mac Miller-ის გარდაცვალების მიზეზი ცნობილია

ბენდი Free Nationals გრემის მფლობელმა არტისტმა, Anderson .Paak-მა ჩამოაყალიბა. იმის მიუხედავად, რომ მულტიინსტრუმენტალისტი ანდერსონი ჯგუფის ოფიციალური წევრი არ გახლავთ, მუსიკოსები ერთმანეთთან საკმაოდ ხშირად თანამშრომლობენ. კოლექტივი ამჟამად სადებიუტო ალბომზე მუშაობს.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული