Thumbnail

Rammstein-ის ვოკალისტმა მასთან ერთად მყოფი ქალის შეურაცხყოფისთვის მამაკაცს სცემა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ცნობილი გერმანული ინდასტრიალ მეტალ ჯგუფის Rammstein ვოკალისტს, ტილ ლინდემანს მამაკაცი თავდასხმაში ადანაშაულებს. შემთხვევა მიუნხენში გამართული კონცერტის შემდეგ, სასტუმრო Bayerischer Hof luxury-ის ბარში მოხდა.

 ნახეთ: Rammstein-მა კომპოზიციაზე Ausländer კლიპი გადაიღო

► მოუსმინეთ: Rammstein-მა ამავე სახელწოდების ახალი ალბომი გაავრცელა

54 წლის ჰამბურგელმა მამაკაცმა მუსიკოსთან ერთად მყოფ ქალს, ლანას მეძავი უწოდა, რამაც არტისტის გაღიზიანება გამოიწვია.

"მან ინგლისურად მეძავი მიწოდა და მითხრა, რომ ჩემში ორმაგს გადაიხდიდა", - განუცხადა ლანამ გამოცემა Bild-ს.

შემსრულებელმა მამაკაცს ბოდიში მოსთხოვა, თუმცა, პასუხად უცნობმა პირმა მუშტი მოიმარჯვა და მუსიკოსს კარისკენ მიუთითა. გაბრაზებულმა ლინდემანმა კი მას სახეში გაარტყა და ყბა დაუზიანა.

სამართალდამცველებმა გამოძიება დაიწყეს. არტისტის წარმომადგენლები ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებენ. 

ლინდემანმა შემოქმედებითი კარიერა 1981 წელს დაიწყო. ის ცნობილი ჯგუფ "რამშტაინში" მოღვაწეობით გახდა. არტისტს კოლექტივთან ერთად 45 მილიონზე მეტი ჩანაწერი აქვს გაყიდული. შემსრულებელს რამდენიმე მხატვრულ ფილმშიც აქვს ნათამაშები.

კომენტარები

ბოლოს დამატებული