Thumbnail

5 ივენთი, რომელსაც ამ კვირაში უნდა დაესწროთ

სალომე კვირიკაშვილი პროფილის ფოტო
სალომე კვირიკაშვილი

ამ რუბრიკის ფარგლებში popmusic ყველა ჟანრისა და მიმდინარეობის მსმენელისთვის საინტერესო ივენთების მოძიებას ცდილობს.

გთავაზობთ მიმდინარე კვირის 5 გამორჩეულ მუსიკალურ ღონისძიებას, რომელსაც, ჩვენი აზრით, ღირს, რომ დაესწროთ.

5. Spacehall Kustba: Solomun | Cosmic Love Rotation | Tade

21 ივნისი (პარასკევი)

პარასკევს Spacehall Kustba ცნობილ გერმანელ დიჯეისა და პროდიუსერს, Solomun-ს უმასპინძლებს. მასთან ერთად მსმენელთა წინაშე ქართველი დიჯეები Cosmic Love Rotation და Tade წარდგებიან. 

4. Mtkvarze: DJ Masda | Pasha

21 ივნისი (პარასკევი)

პარასკევს "მტკვარზე" კლუბის რეზიდენტს, იაპონელ არტისტ DJ Masda-ს მასპინძლობს. მუსიკოსი ლეიბლ Cabaret Records-ის ერთ-ერთი დამფუძნებელია. მასთან ერთად კლუბის მთავარ სცენას Pasha დაიკავებს. 

3. KHIDI: Rrose | Judas a.k.a JUDAΣ | Roman | Frequency Shifter 

21 ივნისი (პარასკევი)

პარასკევს "ხიდი" ლეიბლ Stroboscopic Artefacts-ის ოჯახის წევრს, Rrose-ს უმასპინძლებს. მასთან ერთად კლუბის მთავარ სცენას ბერლინელი არტისტი Judas a.k.a JUDAΣ დაიკავებს. მსმენელთა წინაშე ასევე "ხიდის" რეზიდენტები Frequency Shifter და Roman წარდგებიან. 

2. Lucy: Hip Hop Overtake

21 ივნისი (პარასკევი)

პარასკევს ბარი Lucy ჰიპ ჰოპის საღამოს უმასპინძლებს. ღონისძიებაზე მისული მსმენელების წინაშე ქართველი არტისტები Jeronimo, DeKa & Mc Cutkill და Kazzy Jazz წარდგებიან. 

1. Tbilisi Open Air 2019

21-23 ივნისი (პარასკევი-კვირა)

21, 22 და 23 ივნისს ქვეყნის ყველაზე მასშტაბური მუსიკალური ფესტივალი Tbilisi Open Air 2019 გაიმართება. Lisi Wonderland-ში შეკრებილი მსმენელების წინაშე ისეთი ცნობილი ჯგუფები წარდგებიან, როგორებიცაა Franz Ferdinand, Mogwai, UNKLE და სხვა. ნახეთ ფესტივალის სრული ლაინაფი.

 

კომენტარები

ბოლოს დამატებული