Thumbnail

Universal Studios-ში ხანძარმა Nirvana-ს, 2Pac-ის და სხვების ნამუშევრები გაანადგურა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

გამოცემა The New York Times-ის გამოძიების თანახმად, 2008 წელს ჰოლივუდში, Universal Studios-ში გაჩენილმა ხანძარმა არაერთი მნიშვნელოვანი მუსიკალური ნამუშევარი გაანადგურა. მოპოვებული დოკუმენტებით ირკვევა, რომ ცეცხლმა სხვადასხვა შემსრულებლის 500,000-მდე კომპოზიციის დედანი იმსხვერპლა. ამის გარდა, ისეთი არტისტების გამოუქვეყნებელი ჩანაწერები დაიწვა, როგორებიც არიან: Nirvana, Soundgarden, Eminem, 2Pac, Snoop Dogg, 50 Cent, The Roots, B.B. King, Quincy Jones, The Police, Sonic Youth, Nine Inch Nails, არეტა ფრანკლინი, ჯენეტ ჯექსონი, ელტონ ჯონი და სხვები.

Universal Studios ხანძრამდე

Universal Music Group-ის წარმომადგენლის თქმით, ხანძარმა ტელეგადაცემების ჩანაწერები და 1920-იანი წლების ფილმები იმსხვერპლა. რაც შეეხება განადგურებულ მუსიკალურ მასალას, მისი განცხადებით, კომპანიამ უკვე შეძლო ჩანაწერების ნაწილის აღდგენა.

"მომხდარს უკვე გავრცელებული ნამუშევრების ხელმისაწვდომობისთვის საფრთხე არ შეუქმნია და არც არტისტების კომპენსაციაზე მოუხდენია გავლენა", - აღნიშნა კორპორაციის სპიკერმა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული