Thumbnail

ბრიტნი სპირსი: პაპარაცები ფოტოებში წონას ხელოვნურად მიზრდიან

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

პოპულარული ამერიკელი მომღერლის, ბრიტნი სპირსის განცხადებით, პაპარაცები ფოტოებში მას წონას ხელოვნურად მატებენ, შემდეგ კი შეცვლილ სურათებს სხვადასხვა გამოცემაზე ყიდიან. ამის შესახებ არტისტი სოციალურ ქსელში წერს.

 ნახეთ: ბრიტნი სპირსი ბილი აილიშის ჰიტზე Bad Guy ცეკვავს

► ნახეთ: ბრიტნი სპირსი Cardi B-ის ჰიტზე I Like It იოგას ვარჯიშობს

"ხალხი ყოველთვის ამბობს, რომ ცნობილი ადამიანები ფოტოებს ამუშავებენო. თუმცა, ეჭვქვეშ არასდროს აყენებენ პაპარაცის, რომელიც სურათებს ყიდის. არ კითხულობენ, შეესაბამება თუ არა ახალი ამბავი სინამდვილეს. გუშინ საცურაოდ გავედი და იქ გადაღებულ კადრებში 18 კილოგრამით მეტი წონის ვჩანვარ. არადა, ასე გამოვიყურები, ნემსივით გამხდარი ვარ. ახლა თქვენ მითხარით, ვინ არ იტყუება? ბოდიში იმისთვის, რომ ტუში ჩამომედღაბნა", - წერს მუსიკოსი ინსტაგრამის სთორიში.

აღსანიშნავია, რომ მაიამში მყოფი ბრიტნი სპირსის ფოტოები Splash News-მა გაავრცელა. 

ბრიტნი სპირსმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 1992 წელს დაიწყო. მუსიკოსის პირველი ორი სტუდიური ნამუშევარი კომერციულად იმდენად წარმატებული გამოდგა, რომ არტისტმა ყველა დროის ყველაზე გაყიდვადი თინეიჯერის სტატუსი შეიძინა. გრემის მფლობელ მომღერალს 150 მილიონზე მეტი ჩანაწერი აქვს გაყიდული. ბრიტნის ჰოლივუდის დიდების ხეივანში ვარსკვლავიც გაუხსნეს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული