Thumbnail

ახალგაზრდა მუსიკოსმა დიანთონი კარლოსმა, ფსევდონიმით GoldLink, გაყიდვაში ახალი ალბომი Diaspora ჩაუშვა. მსმენელის განსაკუთრებული ყურადღება სტუდიური ნამუშევრის ტრეკმა Cokewhite დაიმსახურა, რადგან მასში ნიუ იორკელი ჰიპ ჰოპ არტისტი Pusha T მონაწილეობს. კომპოზიციის პროდიუსერები Kurtis McKenzie, Sean Momberger, Fwdslxsh და P2J არიან.

► მოუსმინეთ: GoldLink ახალ ალბომს Diaspora ავრცელებს 

► ნახეთ: GoldLink კლიპს Zulu Screams აქვეყნებს 

► მოუსმინეთ: GoldLink - U Say Ft. Tyler, The Creator & Jay Prince 

დიანთონიმ მუსიკალური კარიერა 2010-იან წლებში დაიწყო. მისი წარმატება სადებიუტო ალბომს At What Cost უკავშირდება, რომლის აღმასრულებელი პროდიუსერიც ლეგენდარული რიკ რუბინია. სტუდიური ნამუშევრის მთავარი სინგლი Crew გახლავთ, რომელიც 2017 წელს გრემის ნომინაციაზე იყო წარდგენილი. 2019 წლის ივნისში მუსიკოსმა რიგით მეორე სტუდიური ჩანაწერი Diaspora გამოაქვეყნა. გოლდლინკის შემოქმედება ჰიპ ჰოპის, არენბისა და ელექტრონული მუსიკის სინთეზია.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული