Thumbnail

მოუსმინეთ: GoldLink ახალ ალბომს Diaspora ავრცელებს

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

გრემის ნომინატმა მუსიკოსმა დიანთონი კარლოსმა, ფსევდონიმით GoldLink, ახალი ალბომი Diaspora გაავრცელა. სტუდიური ნამუშევარი სულ 14 კომპოზიციას აერთიანებს. ტრეკები Zulu Screams, Joke Ting და U Say გოლდლინკმა სინგლების სახით უკვე გამოაქვეყნა. არტისტმა ჩანაწერზე მუშაობისას ისეთ კოლეგებთან ითანამშრომლა, როგორებიც არიან: Tyler, The Creator, Pusha T, Khalid, Wizkid და სხვა.

► ნახეთ: GoldLink კლიპს Zulu Screams აქვეყნებს 

► მოუსმინეთ: GoldLink - U Say Ft. Tyler, The Creator & Jay Prince 

► მოუსმინეთ: GoldLink - Joke Ting 

დიანთონიმ მუსიკალური კარიერა 2010-იან წლებში დაიწყო. მისი წარმატება სადებიუტო ალბომს At What Cost უკავშირდება, რომლის აღმასრულებელი პროდიუსერიც ლეგენდარული რიკ რუბინია. სტუდიური ნამუშევრის მთავარი სინგლი Crew გახლავთ, რომელიც 2017 წელს გრემის ნომინაციაზე იყო წარდგენილი. გოლდლინკის შემოქმედება ჰიპ ჰოპის, არენბისა და ელექტრონული მუსიკის სინთეზია. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული