Thumbnail

ნახეთ: Sum 41-მა ახალი კლიპი A Death in the Family გაავრცელა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

კანადურმა ჯგუფმა Sum 41 ვიდეორგოლთან ერთად ახალი სინგლი A Death in the Family გაავრცელა. კომპოზიცია ბენდის მომავალ ალბომში Order in Decline იქნება წარმოდგენილი, რომელიც გაყიდვაში 19 ივლისს ჩაეშვება. კლიპში კოლექტივის წევრები დროში მოგზაურობენ.

Sum 41 ონტარიოში 1996 წელს ჩამოყალიბდა. ჯგუფმა წარმატებას სადებიუტო ალბომის All Killer No Filler გამოსვლისთანავე მიაღწია, რომელმაც პლატინის სტატუსი მალევე მოიპოვა. ბენდის ყველაზე ცნობილი კომპოზიციებია In Too Deep, Fatlip და Still Waiting.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული