Thumbnail

ნახეთ: MGK-მ ალბომის Hotel Diablo გამოშვების თარიღი ტატუს საშუალებით დააანონსა

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

კლივლენდელი ჰიპ ჰოპ არტისტის, კოლსონ ბეიკერის, ფსევდონიმით Machine Gun Kelly, მომავალი ალბომი Hotel Diablo გაყიდვაში 5 ივლისს ჩაეშვება. ამის შესახებ ინფორმაცია რეპერმა ვიდეოს საშუალებით გაავრცელა, რომელშიც მუსიკოსი კეფაზე ჩანაწერის სახელწოდებას ისვირგინებს.

► ნახეთ: MGK-მ ემინემის დის-ტრეკი დეტროიტში შეასრულა

► მოუსმინეთ: Machine Gun Kelly - El Diablo 

► ნახეთ: Machine Gun Kelly კლიპს Hollywood Whore ავრცელებს 

მეშინ გან ქელიმ მუსიკალური კარიერა 2006 წელს, მიქსტეიპის Unstoppable გამოშვებით დაიწყო. მისი წარმატება 2012 წელს ჩაწერილ სადებიუტო ალბომს Lace Up უკავშირდება. რეპერმა 2017 წელს გაყიდვაში სტუდიური ნამუშევარი Bloom ჩაუშვა, რომელმაც მალევე ოქროს სტატუსი მოიპოვა. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული