Thumbnail

ნახეთ: კოლუმბიელმა დიჯეიმ Radeon ერეკლე დეისაძის "რაც მამას უნდა" დაუკრა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

კოლუმბიელმა დიჯეიმ Radeon ქალაქ კალიში გამართულ მუსიკალურ ფესტივალზე Vortex ქართველი არტისტების, ერეკლე დეისაძისა და თემურ ეზუგბაიას პროექტის, Eko & Vinda Folio-ს კომპოზიცია "რაც მამას უნდა" დაუკრა. ვიდეო ფეისბუქის გვერდზე მუსიკოსმა თავად გაავრცელა.

► ნახეთ: Aphex Twin-მა ქართველი მუსიკოსის, HVL-ის ორი კომპოზიცია დაუკრა

► ერეკლე დეისაძის 5 საყვარელი სიმღერა

"შესანიშნავი ფესტივალი იყო. მადლობა ჩემს თაყვანისმცემლებს მხარდაჭერისთვის. ყველა ტრეკი მე მეკუთვნოდა ერთის გარდა, რომელსაც ერეკლე დეისაძე და ვინდა ფოლიო ასრულებენ", - დაწერა მუსიკოსმა სოციალურ ქსელში.

Vortex Festival was amazing! Thanks for your incredible support to my live act, you made my heart feel warm ♥️ Just for the record, this is the only piece that doesn't belong to me, I remixed Erekle Deisadze (Eko & Vinda Folio)

Posted by Radeon Live on Tuesday, June 11, 2019

 

ეკომ და ვინდამ სიმღერა "რაც მამას უნდა" ვიდეორგოლთან ერთად 2014 წელს გაავრცელეს. კლიპის ავტორი საბა შენგელია გახლავთ.

Radeon-მა მუსიკის შექმნა 15 წლის ასაკში დაიწყო. რამდენიმე წელიწადში ის კოლუმბიის ქალაქ კალის ტექნო სცენის ერთ-ერთი წამყვანი არტისტი გახდა. მუსიკოსი ხშირად მართავს ივენთებს, რომლებიც ადგილობრივი დიჯეების აღმოჩენასა და მათ განვითარებას ემსახურება. 2016 წელს რედიონმა ექსპერიმენტულ მუსიკაშიც დაიწყო მოღვაწეობა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული