Thumbnail

ნახეთ: Nas-მა ახალი ალბომი The Lost Tapes II დააანონსა

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ვეტერანმა ნიუ იორკელმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, ნასირ ესკობარ ჯოუნსმა, ფსევდონიმით Nas, ახალი კომპილაციური ალბომი The Lost Tapes II დააანონსა. ეპოქალურმა მუსიკოსმა ინსტაგრამზე ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც ფაიფურის კასეტა უჭირავს. ნამუშევრის გავრცელების თარიღი ჯერჯერობით უცნობია.

► მოუსმინეთ: Mary J. Blige & Nas - Thriving 

► ნახეთ: Jay-Z-იმ Nas-თან ერთად The World Is Yours და Dead Presidents II შეასრულა 

► მოუსმინეთ: Nas და Amy Winehouse სალაამ რემის კომპოზიციაში Find My Love 

View this post on Instagram

👀 Lost Tapes II

A post shared by Nasir Jones (@nas) on

The Lost Tapes-ის პირველი ნაწილი რეპერმა 2002 წელს გამოაქვეყნა. მასში ალბომებზე I Am… და Stillmatic მუშაობისას შექმნილი კომპოზიციები შევიდა.

ჰიპ ჰოპ არტისტი მსმენელს ექვსწლიანი შემოქმედებითი პაუზის შემდეგ, 2018 წლის 15 ივნისს ალბომით Nasir დაუბრუნდა. შვიდტრეკიანი სტუდიური ჩანაწერის აღმასრულებელი პროდიუსერი ჩიკაგოელი მუსიკოსი, ქანიე ვესთი გახლავთ. თუმცა, ნამუშევარმა მსმენელში პოპულარობა ვერ მოიპოვა.

ნასირ ჯოუნსმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 1991 წელს დაიწყო. მისი სადებიუტო, "ჰიპ ჰოპის ბიბლიად" წოდებული სტუდიური ნამუშევარი Illmatic 1994 წელს გავრცელდა. დღეისთვის ნიუ იორკელი არტისტის შემოქმედება 11 სოლო ალბომს, დემიენ მარლისთან და გაერთიანება The Firm-თან ჩაწერილ კოლაბორაციულ პროექტებსა და სხვა წარმატებულ ნამუშევრებს აერთიანებს. ნასი არაერთმა ცნობილმა მუსიკალურმა გამოცემამ ყველა დროის 10 საუკეთესო რეპერს შორისაც დაასახელა.

მუსიკოსის სახელს ჰიპ ჰოპის სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული დაპირისპირებაც უკავშირდება. მსმენელთა აზრით, ნასისა და ჯეი ზის ბიფში დის-ჩანაწერით Ether სწორედ "ესკობარმა" გაიმარჯვა. თუმცა, მას შემდეგ რეპერებმა არაერთხელ ითანამშრომლეს და დღემდე კარგ ურთიერთობას ინარჩუნებენ.

კომენტარები

ბოლოს დამატებული