Thumbnail

მალიური ჯგუფი Tinariwen ახალ კომპოზიციას Taqkal Tarha ავრცელებს. სიმღერა ბენდის მომავალ ალბომში Amadjar იქნება წარმოდგენილი, რომელიც გაყიდვაში 6 სექტემბერს ჩაეშვება. ტრეკს კოლექტივი ამერიკელ არტისტთან, მიკა ნელსონთან ერთად ასრულებს.

აღსანიშნავია, რომ სტუდიურ ნამუშევარში ლეგენდარული ბენდის, Nick Cave and the Bad Seeds-ის წევრი უორენ ელისი, ჯგუფ Sunn O)))-ს ფრონტმენი სტივენ ო'მელი და სხვები მონაწილეობენ.

ჯგუფი Tinariwen ტუარეგმა მუსიკოსებმა 1979 წელს ჩამოაყალიბეს. 2001 წელს ბენდმა სადებიუტო ალბომი The Radio Tisdas Sessions გაავრცელა. ჩანაწერის გავრცელების შემდეგ კოლექტივმა პოპულარობა მოიპოვა და მსოფლიო ტურნეც გამართა. 2012 წელს, სტუდიური ნამუშევრის Tassili გამოცემის შემდეგ, არტისტებმა გრემის ჯილდო მოიპოვეს.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული