Thumbnail

Rihanna: ახლა ყველაზე მეტად დედობა მსურს

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

პოპულარული ბარბადოსელი მუსიკოსი, რიანა ამერიკული ჟურნალის Interview Magazine ზაფხულის ნომრის სტუმარია. გამოცემასთან ინტერვიუში მომღერალმა პირად ცხოვრებასა და შემოქმედებით გეგმებზე ისაუბრა. ჟურნალისტის კითხვებზე, აპირებს თუ არა მილიარდერ ჰასან ჯამილზე დაქორწინებას და უნდა თუ არა იყოს დედა, არტისტმა უპასუხა:

► ნახეთ: Rihanna ჟურნალ Interview-ს ფოტოსესიაში

► Rihanna ყველაზე მდიდარი მუსიკოსი ქალია

"მასთან სერიოზული ურთიერთობა მაქვს. შეყვარებული ვარ და ეს კარგია. რაც შეეხება ქორწინებას, მხოლოდ ღმერთმა თუ იცის ამის შესახებ. ჩვენ ვგეგმავთ, თუმცა, ვნახოთ, რა იქნება მომავალში. შვილზე კი გეტყვით, რომ ახლა დედობაზე მეტად არაფერი მინდა", - ამბობს მუსიკოსი.

რირიმ ინტერვიუში მომავალი ალბომის შესახებაც ისაუბრა. აღსანიშნავია, რომ მომღერალს სტუდიური ჩანაწერი 2016 წლის შემდეგ არ გამოუცია.

"სამი თვე სტუდიაში გავატარე. ახლა კი ერთ დღეს ჩემს ტანსაცმლის ბრენდს ვუთმობ, მეორეს ქალის თეთრეულის, მესამეს კოსმეტიკის, შემდეგ მოდის მუსიკა. რამდენიმე ბავშვის ყოლას ჰგავს, თითოეულს მოვლა რომ ესაჭიროება. ჯერჯერობით ალბომი ვერ გამოვა. მიხარია, რომ ბევრი სამუშაო მასალა მაქვს. გავავრცელებ მაშინ, როდესაც ყველაფერს დავასრულებ. არ აქვს აზრი აჩქარებას", - აღნიშნა არტისტმა.

9 გრემის მფლობელ რიანას მსოფლიოში დღემდე 250 მილიონზე მეტი ჩანაწერი აქვს გაყიდული. 2012 წელს არტისტი ჟურნალმა Time მსოფლიოს 100 ყველაზე გავლენიან ადამიანს შორის დაასახელა. მომღერალმა მე-8 სტუდიური ალბომი Anti 2016 წელს გამოუშვა. ახალი, რეგეი ნამუშევრის გავრცელებას მუსიკოსი 2019 წლის ბოლომდე გეგმავს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული