Thumbnail

ნახეთ: The National-მა ჯიმი ფელონის შოუში სიმღერა Oblivions შეასრულა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ამერიკული ჯგუფი The National ჯიმი ფელონის ცნობილ შოუს ეწვია და სიმღერა Oblivions ცოცხლად შეასრულა. კომპოზიცია ბენდის ბოლო ალბომში I Am Easy to Find არის წარმოდგენილი, რომელიც გაყიდვაში 17 მაისს ჩაეშვა.

► ნახეთ: The National-მა სტივენ კოლბერის შოუში სიმღერა Rylan შეასრულა

► მოუსმინეთ: The National-მა ახალი ალბომი I Am Easy to Find გამოუშვა

The National ოჰაიოში 1999 წელს ჩამოყალიბდა. ჯგუფის სადებიუტო ალბომი ორი წლის შემდეგ მისი წევრების, ბრიუს და აარონ დესნერების მიერ დაარსებულ ლეიბლზე Brassland გამოიცა. 2017 წელს გამოშვებულმა, რიგით მეშვიდე სტუდიურმა ჩანაწერმა Sleep Well Beasts კი მუსიკოსებს საუკეთესო ალტერნატიული ალბომის ნომინაციაში გრემის პრესტიჟული ჯილდო მოუტანა.  

კომენტარები

ბოლოს დამატებული