Thumbnail

მოუსმინეთ: Radiohead-მა OK Computer-ის 18-საათიანი სესია გაავრცელა

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ლეგენდარულმა ბრიტანულმა ჯგუფმა Radiohead საკულტო ალბომის, OK Computer-ის 18-საათიანი სესია გაავრცელა. კოლექტივმა ნამუშევარში შესული კომპოზიციების დემო ვერსიებისა და ლაივ ჩანაწერების გამოქვეყნება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ჰაკერებმა ტომ იორკის კომპიუტერიდან მთელი საარქივო მასალა მოიპარეს და მისი ინტერნეტში გავრცელებით დაიმუქრნენ.

► ქვიზი: რამდენად კარგად იცნობ Radiohead-ს?

► The Cure, Radiohead, ჯენეტ ჯექსონი და სხვები როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეიყვანეს

"გასულ კვირას დაგვჰაკეს - ტომს ის მასალა მოპარეს, რომელიც OK Computer-ზე მუშაობის პერიოდში ჩაიწერა. ჰაკერები მისი გამოქვეყნებით დაგვემუქრნენ და 150,000 აშშ დოლარი მოგვთხოვეს. ჩვენ გადავწყვიტეთ, ნამუშევრები Bandcamp-ზე ავტვირთოთ. ასე რომ, ამ ვებგვერდზე ჩანაწერის შეძენას 18 დღის განმავლობაში 18 გირვანქა სტერლინგად შეძლებთ", - წერია ჯგუფის განცხადებაში.

We got hacked last week - someone stole Thom’s minidisk archive from around the time of OK Computer, and reportedly...

Posted by Radiohead on სამშაბათი, 11 ივნისი, 2019

კოლექტივი გაყიდვებიდან შემოსულ თანხას სოციალურ და პოლიტიკურ მოძრაობას Extinction Rebellion გადაურიცხავს, რომელიც კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ იბრძვის.

აღსანიშნავია, რომ ჩანაწერი 5 ივნისს პლატფორმა Reddit-ის საშუალებით უცნობმა პირებმა მართლაც გაავრცელეს.

"რედიოჰედი" ქალაქ აბინგდონში 1985 წელს შეიქმნა. მუსიკოსებმა 1992 წელს სადებიუტო სინგლი Creep გამოუშვეს, რომელიც მომდევნო წელს, მათი პირველი ალბომის Pablo Honey გამოსვლისთანავე, მსოფლიო ჰიტად იქცა. 3 გრემის მფლობელმა ბენდმა, ბოლო ნამუშევარი A Moon Shaped Pool 2016 წელს გაავრცელა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული