Thumbnail

ნახეთ: სელინ დიონმა ახალი სიმღერა Flying On My Own შეასრულა

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

კანადელი პოპვარსკვლავი, სელინ დიონი ლას ვეგასის რეზიდენტობას 16-წლიანი მოღვაწეობის შემდეგ დაემშვიდობა. მან სასტუმროსა და კაზინოში Caesars Palace ჯამში 1144 შოუ გამართა. ბოლო კონცერტზე მუსიკოსმა ახალი სიმღერა Flying On My Own შეასრულა. კომპოზიცია არტისტის მომავალ, რიგით მეთორმეტე ალბომში Courage შევა, რომელიც 2019 წლის ნოემბერში გამოიცემა.

► ფოტოგალერეა: სელინ დიონის 10 არაორდინარული ჩაცმულობა

► ნახეთ: სელინ დიონმა და ჯეიმს კორდენმა ტიტანიკის ცნობილი სცენა გააცოცხლეს

მომღერალი ლას ვეგასის რეზიდენტი 2003 წელს გახდა. ის Caesars Palace-ში ორი საკონცერტო სერიით A New Day... და Celine წარდგა. ჯამში არტისტმა 635 მილიონი აშშ დოლარი გამოიმუშავა.

სელინ დიონმა კარიერა 1980 წელს დაიწყო. 5 გრემის მფლობელი შემსრულებელი 250 მილიონი გაყიდული ალბომით ერთ-ერთ ყველაზე შემოსავლიან არტისტად ითვლება. არაერთი ჰიტის მქონე მომღერალს განსაკუთრებული წარმატება ჯეიმს კამერონის ფილმის, "ტიტანიკის" საუნდტრეკმა My Heart Will Go On მოუტანა, რომელიც 1997 წელს მსოფლიო ჩარტების ლიდერი გახდა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული