Thumbnail

ნახეთ: BTS-მა და Halsey-მ კომპოზიცია Boy With Luv შეასრულეს

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ცნობილი ამერიკელი მომღერალი Halsey პოპულარული სამხრეთკორეული ბოიბენდის, BTS-ის მიერ პარიზში გამართულ კონცერტზე მოულოდნელად გამოჩნდა და ბიჭებთან ერთად სიმღერა Boy With Luv შეასრულა.

► მოუსმინეთ: BTS-მა და Charli XCX-მა კომპოზიცია Dream Glow გაავრცელეს

► ნახეთ: BTS-მა ახალი ფოტოსესია გაავრცელა

► ნახეთ: BTS-მა Britain's Got Talent-ის ნახევარფინალში Boy with Luv შეასრულა

"ეს ბიჭები განსაკუთრებულები არიან. BTS ჩემი ოჯახია", - აღნიშნა ჰოლზიმ პერფორმანსის დასრულების შემდეგ.

BTS სეულში 2013 წელს ჩამოყალიბდა. მუსიკოსებს განსაკუთრებული პოპულარობა სიმღერებმა Dope, Fire, DNA და I Need U მოუტანა. "ბითიესი" კეიპოპის ისტორიაში პირველი კოლექტივი გახდა, რომელმაც Billboard 200 და Billboard Artist 100 ჩარტებში პირველი პოზიციის დაკავება შეძლო. წელს ბოიბენდი ბილბორდის დაჯილდოებაზე საუკეთესო ჯგუფად აღიარეს.

ეშლი ფრენჯიპანმა, სასცენო სახელით Halsey, შემოქმედებითი მოღვაწეობა 2014 წელს დაიწყო. მუსიკოსს განსაკუთრებული წარმატება რიგით მეორე სტუდიურმა ალბომმა Hopeless Fountain Kingdom მოუტანა, რომელიც 2017 წელს ბილბორდის ჩარტის ლიდერი გახდა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული