Thumbnail

ნახეთ: ჯენიფერ ლოპესმა თავის 11 წლის შვილთან ერთად სიმღერა Limitless შეასრულა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

პოპულარულმა ამერიკელმა მუსიკოსმა, ჯენიფერ ლოპესმა კალიფორნიაში გამართულ კონცერტზე თავის 11 წლის შვილთან, ემასთან ერთად ჰიტი Limitless შეასრულა. ვიდეო ინსტაგრამის გვერდზე თავად მომღერალმა გაავრცელა. როგორც ცნობილია, გოგონა ამ კომპოზიციაზე გადაღებულ კლიპშიც მონაწილეობს.

► ნახეთ: Jennifer Lopez-ის ახალი კლიპი, რომელშიც მისი შვილი მონაწილეობს

 ნახეთ: ჯენიფერ ლოპესის 11 წლის გოგონა ალიშა ქისის ჰიტს If I Ain't Got You მღერის

► ნახეთ: ჯენიფერ ლოპესმა სიმღერები Medicine, Dinero და On the Floor შეასრულა

ჯენიფერ ლოპესს კარიერის განმავლობაში 80 მილიონი ჩანაწერი აქვს გაყიდული. 2013 წელს მუსიკოსს ჰოლივუდის დიდების ხეივანში ვარსკვლავი გაუხსნეს. შარშან გამოცემა Time-მა ის მსოფლიოში ყველაზე გავლენიან 100 ადამიანს შორის დაასახელა. არტისტს განსაკუთრებული წარმატება კომპოზიციებმა If You Had My Love, Jenny from the Block, Papi და On The Floor მოუტანა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული