Thumbnail

მოუსმინეთ: BTS-მა და Charli XCX-მა კომპოზიცია Dream Glow გაავრცელეს

ბადრი კობიაშვილი პროფილის ფოტო
ბადრი კობიაშვილი

პოპულარული სამხრეთკორეული ბოიბენდი BTS ახალ სიმღერას Dream Glow ავრცელებს. კომპოზიცია ბრიტანელ პოპვარსკვლავ Charli XCX-თან ერთადაა ჩაწერილი. ნამუშევარი ბენდის ვიდეოთამაშის BTS World საუნდტრეკია. 

► მოუსმინეთ: BTS-ის ჯინმა ახალი სიმღერა Tonight გაავრცელა

► ნახეთ: BTS-მა ახალი ფოტოსესია გაავრცელა

► ნახეთ: BTS-მა Britain's Got Talent-ის ნახევარფინალში Boy with Luv შეასრულა

კომპოზიციას ჩარლისთან ერთად კოლექტივის სამი წევრი: ჯინი, ჯიმინი და ჯონგუქი ასრულებენ.

შარლოტ ეიტჩისონმა, სასცენო სახელით Charli XCX, შემოქმედებითი მოღვაწეობა 2008 წელს დაიწყო. არტისტი პოპულარული სიმღერით Boom Clap გახდა. კომპოზიცია 2014 წელს გადაღებული ფილმის "ბედის ვარსკვლავის ბრალია" საუნდტრეკიცაა.

2013 წელს ჩამოყალიბდა. მუსიკოსებს განსაკუთრებული პოპულარობა სიმღერებმა Dope, Fire, DNA და I Need U მოუტანა. "ბითიესი" კეიპოპის ისტორიაში პირველი კოლექტივი გახდა, რომელმაც Billboard 200 და Billboard Artist 100 ჩარტებში პირველი პოზიციის დაკავება შეძლო. წელს ბოიბენდი ბილბორდის დაჯილდოებაზე საუკეთესო ჯგუფად აღიარეს.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული