Thumbnail

ნახეთ: ედ შირანი კეტჩუპ Edchup-ს გამოუშვებს

ბადრი კობიაშვილი პროფილის ფოტო
ბადრი კობიაშვილი

ბრიტანელი პოპმუსიკოსი ედ შირანი ცნობილ ბრენდ Heinz-თან ერთად კეტჩუპს სახელწოდებით Edchup გამოუშვებს. ამის შესახებ არტისტმა თაყვანისმცემლებს ინსტაგრამზე გამოქვეყნებული ფოტოს საშუალებით აცნობა.

► მოუსმინეთ: Ed Sheeran - Cross Me Ft. Chance The Rapper & PnB Rock

► ნახეთ: ჯასტინ ბიბერმა და ედ შირანმა სიმღერაზე I Don't Care კლიპი გადაიღეს

"ის ნამდვილია და სულ მალე თქვენს ხელშიც აღმოჩნდება", - დაწერა ფოტოს აღწერაში შემსრულებელმა.

ედ შირანისა და Heinz-ის თანამშრომლობა ამ კომპანიის 150 წლის იუბილესთან დაკავშირებით შედგა. კეტჩუპის გაყიდვა ივნისში დაიწყება

ედ შირანმა მუსიკალური მოღვაწეობა 2004 წელს დაიწყო. კარიერის განმავლობაში მან 150 მილიონზე მეტი ჩანაწერის გაყიდვა მოახერხა. არტისტს გრემის პრესტიჟული ჯილდო 4-ჯერ აქვს მოპოვებული. მისმა კომპოზიციამ Shape of You იუთუბზე 4 მილიარდზე მეტი ნახვა დააგროვა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული