Thumbnail

ნახეთ: ჯგუფი Jonas Brothers ჟურნალ Harper's Bazaar-ის ფოტოსესიაში

ბადრი კობიაშვილი პროფილის ფოტო
ბადრი კობიაშვილი

მუსიკოსი ძმების პოპ როკ ბენდი Jonas Brothers ცნობილი ამერიკული ჟურნალის, Harper's Bazaar-ის სტუმარია. აღსანიშნავია, რომ არტისტები პირველი მამაკაცები არიან, რომელთა ფოტოც გამოცემის ციფრული ვერსიის გარეკანზე განთავსდა. 

► ნახეთ: Jonas Brothers-მა სიმღერები Sucker, Cool და Burnin' Up შეასრულა

► ნახეთ: Jonas Brothers - Cool

► ნახეთ: 6-წლიანი პაუზის შემდეგ, Jonas Brothers-მა ახალი სინგლი Sucker გამოუშვა

Balmain-ის, Calvin Luo-ს, Gucci-ს, Michael Kors-ისა და Etro-ს სამოსში გამოწყობილ არტისტებს სურათები ფოტოგრაფმა, ერიკ რეი დევიდსონმა გადაუღო.

Jonas Brothers 2005 წელს ჩამოყალიბდა. კოლექტივმა პოპულარობა ტელეარხ "დისნეის" სხვადასხვა პროექტში მონაწილეობით მოიპოვა. 2013 წელს ბენდი დაიშალა. წელს კი ჯგუფი თაყვანისმცემლებს კვლავ დაუბრუნდა. კარიერის განმავლობაში მუსიკოსებმა 17 მილიონზე მეტი ალბომის გაყიდვა მოახერხეს. ძმებს განსაკუთრებული წარმატება სიმღერებმა SOS და When You Look Me In The Eyes მოუტანა. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული