Thumbnail

მოუსმინეთ: გარდაცვლილი დიჯეი Avicii-ს ახალი ალბომი Tim გავრცელდა

ბადრი კობიაშვილი პროფილის ფოტო
ბადრი კობიაშვილი

პოპულარული შვედი დიჯეის, Avicii-ს წარმომადგენლები არტისტის ახალ ალბომს Tim ავრცელებენ. სტუდიურ ჩანაწერში სულ 13 კომპოზიცია შედის, რომლებზეც მუსიკოსი გარდაცვალებამდე მუშაობდა. ნამუშევრის გაყიდვიდან შემოსული თანხა ავიჩის სახელობის საქველმოქმედო ფონდში Tim Bergling Foundation გადაირიცხება.

► ნახეთ: Avicii-ს ახალ კომპოზიციაზე Tough Love გადაღებული კლიპი

ტიმ ბერგლინგი, ფსევდონიმით Avicii, 2018 წლის 20 აპრილს ომანში, სასტუმროში გარდაცვლილი იპოვეს. მან სიცოცხლე 28 წლის ასაკში თვითმკვლელობით დაასრულა. არაერთი ჰიტის ავტორს განსაკუთრებული პოპულარობა კომპოზიციამ Wake Me Up მოუტანა. ამ ტრეკზე გადაღებულმა ვიდეოკლიპმა იუთუბზე მილიარდზე მეტი ნახვა დააგროვა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული