Thumbnail

ლეგენდარული ამერიკელი მუსიკოსი, მადონა ახალ სინგლს Dark Ballet და მასზე გადაღებულ ვიდეოს ავრცელებს. არტისტის განცხადებით, კომპოზიცია მან ჟანა დ’არკით შთაგონებულმა დაწერა. კლიპში ორლეანელი ქალწულის როლს რეპერი მიკი ბლანკო ასრულებს. ტრეკი პოპის დედოფლის რიგით მე-14 ალბომში Madame X შევა, რომელიც გაყიდვაში 14 ივნისს ჩაეშვება. სტუდიურ ნამუშევარში სულ 13 კომპოზიცია იქნება წარმოდგენილი. 

► 2Pac-ის წერილი, რომელშიც მადონას დაშორების მიზეზს უხსნის, აუქციონზე გაიყიდება

► ნახეთ: მადონას 13 წლის შვილი, დევიდი ელტონ ჯონის ჰიტს Your Song მღერის

► ნახეთ: მადონამ და Swae Lee-მ სიმღერაზე Crave კლიპი გადაიღეს

მადონა ლუიზა ჩიკონე, 300 მილიონზე მეტი გაყიდული ალბომით, მსოფლიოში ყველაზე წარმატებული ქალი მუსიკოსია. 2004 წელს Rolling Stone-მა ის ყველა დროის 100 საუკეთესო არტისტს შორის 36-ე პოზიციაზე დაასახელა. 7 გრემისა და 2 ოქროს გლობუსის მფლობელი შემსრულებელი თანამედროვე პოპ კულტურის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ფიგურად რჩება. 2015 წელს მადონამ ბოლო სტუდიური ნამუშევარი Rebel Heart გამოუშვა. ჩანაწერში შესული სიმღერა Bitch I'm Madonna ბილბორდის ჩარტის ლიდერი გახდა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული