Thumbnail

მისისიპელმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, ჯასტინ სკოტმა, ფსევდონიმით Big K.R.I.T., ახალი ტრეკი K.R.I.T. HERE და მასზე გადაღებული ვიდეორგოლი გამოაქვეყნა. კომპოზიციის პროდიუსერი გრემის ნომინანტი მუსიკოსი DJ Camper გახლავთ. ჩანაწერი სამხრეთელი რეპერის მომავალი ალბომის K.R.I.T. IZ HERE პირველი სინგლია.

► ნახეთ: Big K.R.I.T. ვიდეორგოლს Energy ავრცელებს 

► მოუსმინეთ: Big K.R.I.T. სამტრეკიან ჩანაწერს Trifecta აქვეყნებს 

► მოუსმინეთ: რეპერი Big K.R.I.T. ორტრეკიან ჩანაწერს Double Down ავრცელებს 

მომავალი სტუდიური ნამუშევარი, რომელიც მუსიკოსის 2010 წლის აღიარებული მიქსტეიპის K.R.I.T. Wuz Here გაგრძელებაა, გაყიდვაში 12 ივლისს ჩაეშვება. ინფორმაცია არტისტმა სოციალური ქსელის საშუალებით გაავრცელა და ჩანაწერის გარეკანიც გამოაქვეყნა.

ჯასტინის მუსიკალური კარიერა 2005 წელს დაიწყო, როდესაც პირველი ნამუშევარი See Me On Top გაავრცელა. თუმცა, ის ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი 2010 წელს გამოშვებული ოფიციალური მიქსტეიპით K.R.I.T. Wuz Here გახდა. 2017 წელს არტისტმა გაყიდვაში ბოლო ორმაგი სტუდიური ალბომი 4eva Is A Mighty Long Time ჩაუშვა. 

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული